logo
ENG



რუსეთში ხოდორკოვსკი და კასპაროვი "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანეს

20 მაი 202222:30
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის იუსტიციის სასამართლომ ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი და მოჭადრაკე გარი კასპაროვი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. ორივე მათგანი ფიზიკური პირების "უცხო აგენტების" სიაში მოხვდნენ.

სიაში მათი ჩაწერის საფუძვლად მითითებულია: "პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება". ხოდორკოვსკი სამინისტრომ უკრაინასთან დააკავშირა, ხოლო კასპაროვი - უკრაინასთან და ამერიკულ ფონდ Human Rights Foundation-თან.

ამჟამად სიაში მხოლოდ შვიდი ფიზიკური პირია, მათ შორის ტელეწამყვანი ევგენი კისელევი, ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, ნავალნის თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი, პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რეპერი ალიშერ მორგენშტერნი.

ფიზიკური პირების რეესტრის შექმნა ჯერ კიდევ 2020 წლის კანონით იყო გათვალისწინებული, თუმცა მისი შევსება რუსეთში 2022 წლის აპრილში დაიწყეს. მედია-უცხოელი აგენტების მსგავსად, ფიზიკურმა პირებმა თავიანთ საჯარო მასალებს უნდა დაურთონ შესაბამისი მარკირება, ასევე, მუდმივად მოახსენონ იუსტიციის სამინისტრო შემოსავლებისა და დანახარჯების შესახებ.


close დახურვა